ახალი ამბები
უმტკივნეულო მშობიარობა და საშვილოსნოს კიბოსწინარე დაავადების დიაგნოსტიკა ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკაში [R]
ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკაში დანერგილია მშობიარობის ეპიდურული გაუტკივარება, ამ მეთოდის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პაციენტი, მშობიარე, მეანთან შეთანხმებით.

მედეა ბლიაძის განმარტებით, ეპიდურული გაუტკივარება ფართოდ დანერგილი მეთოდია განვითარებილ ქვეყნებში. ეს აუტკივარება არის ანესთეზია, რომელიც იცავს დედას და ნაყოფს ტკივილით გამოწვეული სტრესისაგან.

გარდა ამისა, ამცირებს ნაყოფის ჰიპოქსიურ მდგომარეობას ნაყოფის მუცლად ყოფნის პერიოდში. ხდება ყელის უმტკივნეულო გახსნა, პაციენტის სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება. ამ შემთხვევაში, პაციენტს უნარჩუნდება ფხიზელი გონება და უმტკივნეულოდ მშობიარობს.

ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკაში გამოიყენება ასევე კოლპოსკოპიური მეთოდი, რომელიც გამოიყენება საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადების ადრეული დიაგნოსტიკისათვის. ლალი დონგუზაშვილი, მეან-გინეკოლოგი ამბობს, რომ საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება ასევე ე.წ. პაპ-ტესტი. მისი განმარტებით, უახლესი ტექნიკა იძლევა იმის საშუალებას, რომ პაციენტი იყოს დაზღვეული.

სამეანო განყოფილების გამგის ეკატერინე ბალიაშვილის განცხადებით, კლინიკაში უფასოა როგორც ფიზიოლოგიური მშობიარობა, ასევე, საკეისრო კვეთება ჩვენების მიხედვით, მოქმედებს საყოველთაო პროგრამა და ყველა სახის კერძო სადაზღვეო პოლისი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები