ახალი ამბები
აქცია ფარმაცევტულ კომპანიებში მონოპოლიური ფასების წინააღმდეგ

 

,,კავკასიის რეგიონში საქართველო, წამლებზე მაღალი ფასის მხრივ, პირველ ადგილზეა. სომხეთთან, აზერბაიჯანთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით პრეპარატების ფასები საქართველოში საშუალოდ 5-ჯერ ძვირია. ამის მიზეზია ქართულ სააფთიაქო ბიზნესში დამკვიდრებული მონოპოლია. მონოპოლისტები მედიკამენტების ღირებულებას ხელოვნურად აძვირებენ და მომხმარებელს არარეალურ ფასს სთავაზობენ" - აცხადებს პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვასილ ბუთხუზი.

 

პარტია წამლებზე მაღალი ფასებით შეწუხებულ მოსახლეობას საპროტესტო მოძრაობაში ჩართვისკენ მოუწოდებს. ,,მხოლოდ საზოგადოების აქტიურობით არის შესაძლებელი ფარმაცევტულ ბიზნესში დამკვიდრებული მონოპოლიების დამარცხება" - ამ დევიზით მათ,  სამეფო ქუჩაზე მდებარე სააფთიაქო ქსელის წინ, მიმართეს მოსახლეობას.

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები