ახალი ამბები
გორის ახალ ბულვარში მოაჯირის დეკორაციები მოიპარეს
მოაჯირს, რომელიც გოგებაშვილის ქუჩაზე მდინარე მეჯუდას მიუყვება, ყოველდღიურად აკლდება დეკორატიული ნაწილები. გორის მერია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

,,ე. წ. „სფეროები“, რომლის მესამედი ნაწილიღაა დარჩენილი, მოაჯირის საყრდენი სვეტების ზედა მხარეს იყო მიმაგრებული. გთხოვთ, ნუ დააზიანებთ გარემოს" - აცხადებს მერიის პრეს-სამსახური.

გოგებაშვილის ქუჩაზე 1 135 236 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი თვის წინ დასრულდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები