ახალი ამბები
53 წლის კაცის გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო - სოფლის რწმუნებული
კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხავერში 53 წლის კაცის ცხედარი გუშინ გვიან ღამით იპოვეს.

სოფელ ახალციხის მცხოვრები, რომელიც თანასოფლელებთან ერთად ცხავერში საქეიფოდ იმყოფებოდა, სავარაუდოდ, კლდიდან შემთხვევით გადავარდა.

„სალოცავში ცხვარი დაკლეს ბიჭებმა, კაცი სუფრიდან დროებით ადგა, თუმცა როცა დაბრუნება დააგვიანა, მისი ძებნა დაიწყეს და ცხავერი-გოსტიბის ტყეში იპოვეს. როგორც ჩანს, ნასვამმა თავი ვერ შეიკავა და კლდიდან გადავარდა, „ - უთხრა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ახალციხის რწმუნებულმა გურამ ბარნოვმა.

მომხდარზე ძიება შინაგან საქმეთა სამინისტრო 115–ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
თემა: კატეგორია
Print

სტატიის გამოყენების პირობები