ახალი ამბები
გოგონა და ვაჟი, რომლებმაც თვითმკვლელობა სცადეს, კლასელები არიან
გოგონამ რომელმაც თავის მოკვლა სცადა, ამ დროისთვის კომაშია, ხოლო ბიჭმა რომელმაც ვენები გადაიჭრა, საავადმყოფოდან გუშინვე გაწერეს.

მოზარდები კლასელები არიან. შს სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს. უცნობია ამ ორ ფაქტთის ერთმანეთთან კავშირი. 

გორის სამხედრო ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ გოგონა რენიმაციულ განყოფილებაში წევს და სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

„ მდგომარეობა მძიმეა. გუშინ გული ქონდა გაჩერებული და ექიმებმა აუმუშავეს, ახლა რეანიმაციულ განყოფილებაშია, მართვით სუნთქვაზეა და მძიმეა მისი მდგომარეობა. პირველად ჯერ გოგო შემოიყვანეს და ერთი საათის შემდეგ ბიჭი. ბიჭი დაახლოებით საღამოს ათ საათზე შემოიყვანეს ჰოსპიტალში, ხელის წინა მხრის დაზიანება ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნებოდა, სავარაუდოდ ვენების გადაჭრას ცდილობდა, ჭრილობები დაუმუშავეს და გუშინვე გაწერეს“-გვითხრა ჰოსპიტალის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები