ახალი ამბები
წარწერები რუისის საფლავებზე - მითი და სინამდვილე


რუისის საფლავებზე გაკეთებული წარწერების შესახებ სხვადასხვა ინფორმაციაა გავრცელებული. ადგილობრივები აცხადებენ, რომ წარწერები - ,,ბარით, თოხით და ცხენით მკვდარი" - გაზვიადებული და მოგონილია. ამის დასამტკიცებლად საფლავების დათვალიერება გვირჩიეს.

 

რუისში, თითქმის, ყველა საგვარეულო სასაფლაო დავათვალიერეთ.

 

მაგალითად 39 წლის ასაკში გარდაცვლილი მამაკაცის საფლავზე ვკითხულობთ 

 

ბედნიერი შევხაროდი ქვეყანას

ყოველი დღე ნატვრით მითენდებოდა

მომღიმარე ცოლ შვილს თვალს რომ მოვკრავდი

შრომის ძალა უფრო მემატებოდა

 

უმეგობროდ ლუკმას არსად გავტეხდი

ძმა ბიჭებო ეს ნუ დაგავიწყდებათ

მე ჩემი დღე ტრაქტორის ქვეშ დავლიე

მოხვეულას ადგილს თავი შევწირე,


როგორც  შვილიშვილმა გვითხრა, პაპამისი ტრაქტორისტი იყო ამიტომაც არის ეგ ლექსიც და ტრაქტორიც საფლავის ქვაზე დატანილი.

 

27 წლის ასაკში გარდაცვლილი მამაკაცის საფლავზე ასეთი წარწერაა:

 

,,რა ცუდ ვარსკვლავზე დავბადებულვარ

და რახან მოკლე დღენი მქონია

ნუთუ ეს მართლა წერაა ჩემი

თუ ხალხისაგან მონაგონია

 

უსამართლოა ამით ბუნებაც

და უკუღმართი ირგვლივ ყოველი

დავჭკნი უდროოდ ნორჩი ყვავილი

და მეტ სიხარულს აღარ მოველი

 

ქართული ღვინით შეავსეთ

როცა ასწიოთ ყანწები

ვინც შემიწყალოს იცოცხლოს

სანამ თქვენს გულში დავრჩები"

 

51 წლის მამაკაცის საფლავზე ასეთი წარწერაა:

 

,,ყოველ გაზაფხულს როცა ზურმუხტად

აყვავდებიან მთები ველები

მოდით ცოლშვილო ჩემს სამარესთან

მე საფლავიდან მოგეფერებით

 

ჩემო მეუღლე შენი ცრემლები

ბნელ სამარეში ვერას მიშველის

უკანასკნელად ამას გთხოვ ეთერი

კარგად აღზარდო ჩვენი შვილები"

 

27 წლის მამაკაცის საფლავზე ვკითხულობთ:

 

,,ყოველთვის მოდით თქვენ ჩემს საფლავზე

არ დაივიწყოთ თქვენი თენგიზი

და რომ აიღებთ ჭიქას აღსავსეს

თქვით მუდამ ჩემი შესანდობარი

 

სანამდის თქვენი სიცოცხლის ძარღვი

სულ არ გაწყდება არ დაიცლება

მანამდის ხსოვნა ძვირფასო ძმაო

ჩვენი გულიდან არ წაიშლება

 

ყოველთვის თვალწინ გვიდგეხარ თენგიზ

წუთით არასდროს არ გვავიწყდები

მანამდე ვცოცხლობთ ჩვენთან იქნები

მოვკვდებით ისევ ერთად ვიქნებით"


4 წლის ასაკში გარდაცვლილი ბავშვის ტრაგიკული ისტორიას გვამცნობს:

 

ზოგი მომკვდარა თოფითა

ზოგი კი კვდება ხელითა

.............. ბალიაშვილი

მკვდარი ვარ ცხელი წყალითა.

 

იხ. ფოტო-ფაქტები. (გვარ-სახელები და სახეები დაფარულია სპეციალურად)

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები