ახალი ამბები
სირიის დედაქალაქში სამხრეთ ოსეთის საელჩო გაიხსნება - ანატოლი ბიბილოვი
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აპრილში სირიის სამთავრობო დელეგაციას ელოდება.

ინფორმაცია ჟურნალისტებს დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა მიაწოდა:

„აპრილში ველოდებით სტუმრებს ჩვენი მოძმე რესპუბლიკიდან. მანამდე, უკვე განხილვის პროცესშია ერთობლივი პროექტები, მუშავდება ორი ქვეყნის უნივერსიტეტების თანამშრომლობის შეთანხმება და ზუსტდება დამასკში სამხრეთ ოსეთის საელჩოს გახსნის დეტალები“.

სირიამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს აღიარა, ზაფხულიდან კი მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაიწყო. ზაფხულში სირიაში იმყოფებოდა დე-ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „რეს“

Print

სტატიის გამოყენების პირობები