ახალი ამბები
გორში რუს ტურისტებს ერთიანი საქართველოს რუკა გადასცეს


21 თებერვალს, გიდების საერთაშორისო დღეს, ქართველმა გიდებმა, საქართველოს შესახებ დამახინჯებული რუკების გავრცელება გააპროტესტეს და უფასო ტური მოაწყეს.

სხვა დიდ ქალაქებთან ერთად აქციას გორიც შეუერთდა. ტური 12 საათზე რუსთაველის სკვერიდან დაიწყო და სტალინის სახლ-მუზეუმთან დასრულდა. შემდეგ კი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში გადაინაცვლეს და ,,ომის მუზეუმი’’ მოინახულეს.

ტურს დამოუკიდებელი გიდი ინგა ბეჟანიანი უძღვებოდა. მისი თქმით, ტურისტული კომპანიების, არაპროფესიონალი ქართველი გიდებისა და უცხოელი გიდების მიერ ხშირია საქართველოს ისტორიის დამახინჯების ფაქტები. ამის პასუხი კი სწორედ ეს აქციაა.

ტურის ერთ-ერთი მონაწილე ნინო გიორგაძე ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც რუს ტურისტებს ტურის მონაწილეებთან ერთად ერთიანი საქართველოს რუკა უჭირავთ. ფოტო გორისციხესთან არის გადაღებული.


Print

სტატიის გამოყენების პირობები