გორში გაიმართა დისკუსია თემაზე „დეცენტრალიზაციის სტრატეგია“
13:13 / 25.02.2019
გორის საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის ჰაბში გაიმართა დისკუსია
თემაზე „დეცენტრალიზაციის სტრატეგია“. შეხვედრას ექსპერტი
თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი და ცენტრის
ხელმძღვანელი მიხეილ ჩიტაძე უძღვებოდნენ.
დისკუსიაზე საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული დეცენტრალიზაციის
სტრატეგია განიხილეს, ისაუბრეს მიმდინარე პროცესებზე და სტრატეგიის
პერსპექტივებზე.
მოწვეული სტუმარი ირაკლი მელაშვილი წარმოადგენს ,,კოალიცია
თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის" წევრს. დისკუსია პროექტ
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივას“ ფარგლებში
გაიმართა.
სტატიის გამოყენების პირობები