ახალი ამბები
გორის მერიაში მორიგი კონკურსი დამთავრდა

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში , ოცი საჯარო მოხელის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებული საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი( ელექტრონული ტესტირება) დასრულდა. პირველადი შედეგების თანახმად , კონკურსის მეორე ეტაპზე(ელექტრონული ტესტირება) გადასული 223 კონკურსანტიდან , ტესტირების ეტაპზე 151 კონკურსანტი გადავიდა, აქედან ელექტრონულ ტესტირებაში მონაწილე 100 კონკურსანტიდან კონკურსის მესამე ეტაპზე(გასაუბრება) მხოლოდ 52 კონკურსანტი გადავიდა , 51 კონკურსანტი არ გამოცხადდა კონკურსის მეორე ეტაპზე, 71 აპლიკანტი კი პირადი განცხადებისა და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებში ჩატარებული საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებული ქულათა რაოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე , საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებითა და არსებული კანონმდებლობის შესაბამიად, ავტომატურად გადავიდა საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპზე ( გასაუბრება) . 


ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში გამოცხადებული საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი( ტესტირება) მიმდინარე წლის 21-22 თებერვალს სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა“, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების სრული დაცვით ჩაატარა


შეგახსენებთ რომ,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში კონკურსი გამოცხადებულია საკრებულოს იმ განკარგულებების საფუძველზე, რომლითაც მერიისა და საკრებულოს საშტატო ნუსხებს 11 ახალი შტატი (8 - მერია და 3-საკრებულო) დაემატა და ასევე გასული წლის დეკემბრის თვეში ჩატარებული კონკურსის შემდეგ მერიაში დარჩენილ 9 ვაკანტურ პოზიციაზე. საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ გვერდზე (www.hr.gov.ge) მიმდინარე წლის 15 იანვრიდან 24 იანვრის ჩათვრით, დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ განაცხადების შევსება საჯარო მოხელეთა ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად. ამ დროისთვის არსებული შედეგების თანახმად , გამოცხადებული ოცი საჯარო მოხელის ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადი გააკეთა 568 აპლიკანტმა ჯამში შემოსულია 1244 აპლიკაცია , აქედან დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მხოლოდ 492 მა განაცხადმა დააკმაყოფილა და კონკურსის მეორე ეტაპზე( ტესტირება) 223 კონკურსანტი გადავიდა,

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია კონკურსანტებს გისურვებთ წარმატებებს!

Print

სტატიის გამოყენების პირობები