ახალი ამბები
დოლარში აღებული სესხის მქონე პირებს ბანკები შეღავათებს შესთავაზებს

 

,,ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შევუმსუბუქოთ ტვირთი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც სესხი აქვს დოლარში და შემოსავალი - ლარში. ბანკებს დაევალათ, ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგნინონ გეგმა, რომლებიც ასახავს, რა მიდგომები ექნებათ მათ ასეთ კლიენტებთან და იყვნენ მაქსიმალურად მოქნილები. საუბარია სესხის ვადიანობის გაგრძელებაზე, სხვა ტიპის რესტრუქტურიზაციაზე, რათა ყოველთვიური სესხის მომსახურების თანხა შემცირდეს" - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტიმა გიორგი ქადაგიძემ.

 

 ,,ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილი და, რა თქმა უნდა, არც ერთ ბანკს ამასთან დაკავშირებით არანაირი განსაკუთრებული პრეტენზია არ გამოუთქვამს. უფრო მეტიც, ზოგიერთ მათგანს მანამდეც ჰქონდა დაგეგმილი, რომ ამ მიმართულებით მაქსიმალურად მოქნილები იყვნენ", - დასძინა ქადაგიძემ. 

 

25 თებერვლის მდგომარეობით  ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში დოლარის ფასი 2.30 დან 2.38 ლარამდე მერყეობს. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები