ახალი ამბები
გორის ახალგაზრდული საკრებულოს წევრების შერჩევა დაიწყო

 

პროექტის ფარგლებში შეირჩევიან იმავე რაოდენობის ახალგაზრდები, რამდენი საკრებულოს წევრიც ჰყავს 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ამა თუ იმ საკრებულოს.

 

ორგანიზაციამ ადგილობრივ თვითმმართველობებთან და რესურსცენტრებთან თანამშრომლობით საჯარო სკოლებიდან გამოითხოვა მოსწავლეების სიები. „ადამიანი კანონი თავისუფლება“ წარჩინებული ახალგაზრდების რაოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას და მიესალმება მათ მაღალი აკადემიურ მოსწრებას.

 

 „მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა გვყავს მაღალი აკადემიური მოსწრებით. საქართველოს მასშტაბით ჩვენ 6000-ზე მეტ მოსწავლესთან მოგვიწევს შეხვედრა, პროექტის გაცნობა და ტესტირების ჩატარება. რთული და ამავდროულად საპასუხისმგებლო იქნება მხოლოდ 2105 მოსწავლის შერჩევა, რადგან ჩვენი მთავარი მიზანია მოტივირებული და განათლებული ახალგაზრდები ჩავრთოთ თვითმმართველობის საქმიანობაში, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ლიდერების გამოკვეთას“. - განაცხადა ნიკოლოზ მაღალდაძემ, ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

 

„ადამიანი კანონი თავისუფლებას“ წევრები ყოველდღიურ შეხვედრებს შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთის და გურიის მხარეში აწყობენ, სადაც პროექტს 1000-ზე მეტ ახალგაზრდას გააცნობენ. 

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები