ახალი ამბები
გორში 5 წვევამდელი დააჯარიმეს
გორის სამხედრო კომისიარიატში 5 წვევამდელის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. ამის შესახებ qartli.ge-ს მერიის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოუცხადებლობის გამო, ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, დააჯარიმეს 5 ახალგზრდა, ესენი არიან: ე. გოგიაშვილი, ო. ჭულუხაძე, გ. ვაშაგაშვილი, ნ. ბალიაშვილი და ვ. ჯალაბაძე.

მათ მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, დაჯარიმების ოქმი შეადგინეს..

ამ ეტაპზე წვევამდელებს საპატიო მიზეზების შესახებ შესაბამისი ცნობების წარდგენა შეუძლიათ. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ჯარიმა ითვალისწინებს 1000 ლარს, გადაუხდელობის შემთხვევაში კი, 15-დღიან პატიმრობას.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები