ახალი ამბები
შიდა ქართლიდან ქალთა ბიზნესფორუმზე ოთხი მეწარმე ქალი იმყოფება
დღეს, ბათუმში, ქალთა ბიზნესფორუმი იმართება, სადაც შიდა ქართლიდან ოთხი მეწარმე ქალი იმყოფება. ამის შესახებ qartli.ge-ს ფორუმის ერთ-ერთმა მონაწილემ აცნობა.

ბიზნესფორუმზე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამებს აცნობენ, რომლებსაც, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს.

შეხვედრა აჭარის სამრეწველო პალატის ორგანიზებით იმართება. აჭარის ბიზნესასოციაციის წევრებმა გამოკითხეს 143 მეწარმე ქალი. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მეწარმეობის დასაწყებად, მოქალაქეები ძირითადად მიმართავენ სახელმწიფოს და არა საბანკო სექტორს.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები