ახალი ამბები
შსს-ს ცნობით, გორში ორი პირი მოპარულ მოტორებიანად მიიმალა
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ბრალდებულებმა მოტორები კომპანია ..ეილჯიდან" მოიპარეს და მიიმალნენ.

გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პატიმრობა 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები