ახალი ამბები
ქარელში მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე მოხისის გუნდმა გაიმარჯვა
ქარელის მუნიციპალიტეტში გამართულ ჩემპიონატზე მოხისის საფეხბურთო გუნდმა გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას თიღვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ღონისძიება, ადმინისტრაციის ცნობით,  ა.(ა)ი.პ. სასპორტო დაწესებულების ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრები ქალაქ ქარელში მდებარე მინი სტადიონზე ტარდებოდა.

სასპორტო დაწესებულების ხელმძღვანელის, ალბერტ კაპანაძის ინფორმაციით, ჩემპიონატში მონაწილეობდა მოხისის ახალსოფლის, წინამძღვრიანთკარის და ქარელის გუნდები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები