ახალი ამბები
გორის 26 სოფლის საბავშვო ბაღში გაზის გამათბობლებს დეფექტები აღმოაჩნდათ
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კერძოდ, 26 საბავშვო ბაღში გაზის გამათბობლებს დეფექტები აღმოაჩნდათ. ამის შესახებ დასკვნა სოკარ ჯორჯიას წარმომადგენლებმა საბავშვო ბაღების სააგენტოს გაუგზავნეს. დასკვნა 22 თებერვლით თარიღდება, რომლის მიხედვით, სოკარ ჯორჯია ითხოვს სისტემების დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას.

ამავე დასკვნის მიხედვით, კიდევ ერთი დეფექტური სისტემა ქალაქის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში აღმოჩნდა. qartli.ge წერდა, რომ სოფლების ბაღების შემოწმებამდე, ,,სოკარმა" ქალაქის საბავშვო ბაღებიც შეამოწმა (იხ. ქვემოთ)
,,2019 წლის 22 თებერვალს, შპს "სოკარ ჯორჯია გაზმა" განახორციელა გორის მუნიციპალიტეტის ბაღების შემოწმება ბუნებრივი აირის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. შემოწმების დროს გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბუნებრივ აირზე მომუშავე წყლის გამაცხელებლები არ შეესაბამება სტანდარტებს, დამონტაჟებული გაზის ონკანები არის შესაცვლელი, დასამატებელია გამწოვები და გამწოვის მილები დასაგრძელებელია. აღსანიშნავია, რომ თუ დროულად არ მოგვარდება აღნიშნული პრობლემები, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ შეუწყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას ბაღებს." - აღნიშნულია სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ გამოცემულ ბრძანებაში, რომელიც სისტემების დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას ეხება.

qartli.ge-მ მოიპოვა ,,სოკარ ჯორჯია" გაზის სპეციალისტების მიერ შედგენილი დასკვნები და დეტალურ ინფორმაციას, თუ რომელ საბავშვო ბაღში რა დაღვევები აღმოჩნდა, გამოვაქვეყნებთ.

 


იხ. ამავე თემაზე

ბაღები ქალაქ გორში, სადაც გათბობის სისტემა ,,საქორგგაზს" მოწესრიგებული დახვდა

Print

სტატიის გამოყენების პირობები