კასპის მერიის შენობაში სადენებს ცეცხლი გაუჩნდა. ამის გამო სახანძრო
სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრეს-სამსახურის ცნობით,
ცეცხლი მხოლოდ ფასადთან გამავალ სადენებთან გაჩნდა.
შიდა ქსელების დაზიანების შესახებ ჯერ არაფერია
ცნობილი. მიზეზებს არკვევენ.
სტატიის გამოყენების პირობები