ახალი ამბები
სობისური ვაშლის წვენი - პროფესიული განათლების მისაბაძი მაგალითი

 

 

 

ქვემო სობისში ახალგაზრდული, სოციალური, ვაშლის 100%-ით ნატურალური წვენის დამამზადებელი მცირე საწარმო, ორგანიზაცია „ეთიკფინანსი“-ს ხელშეწყობით, შეიქმნა. ორგანიზაცია 2010 წლიდან  პროექტებს რეგიონებში ახალგაზრდების ჩართულობით ახორციელებს. საქმიანობა ახალგაზრდების პროფესიული ცხოვრებისთვის საჭირო უნარ–ჩვევების მიცემაზე, რეგიონალური განვითარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია ა(ა)იპ „ეთიკფინანსის“ ორგანიზებით 2015 წლის 25 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის სოფლ ქვემო სობისში  კონფერენცია თემაზე: „პროფესიული და არაფორმალური განათლების და დასაქმების შესაძლებლობები, მათი ხელმისაწვდომობა, არასრული და სრული საშუალო განათლების მიღების შემდგომ,  ახალგაზრდებისთვის რეგიონებში“ გაიმართა.


კონფერენციის მიზანი, გორის მუნიციპალიტეტის ზეღდულეთის თემის მაგალითზე, იმ შესაძლებლობების და პრობლემატიკის გამოვლენა იყო, რომელიც რეგიონებში ახალგაზრდებისთვის პროფესიული და არაფორმალური განათლების მიღებისა და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის, ასევე შეხვედრაში მონაწილე ორგანიზაციების სამომავლო პარტნიორობის გზების განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია.


ღონისძიებაში გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, სკოლების, პროფესიული სასწავლებელების, მოსწავლეები და მათი მშობლები მონაწილეობდნენ. პრეზენტაციაზე  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპიტატი ზეღდულეთის ტერიტორიულ ერთეულში კობა ბერიანიძე, საკრებულოს წევრი გიორგი რაზმაძე და გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დავით ცერცვაძეც მიიწვიეს.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები