ახალი ამბები
ცხოვრების შანსი დევნილებისთვის და გამყოფ ხაზთან მცხოვრებთათვის

 

სოციალური საწარმოს შექმნის მსურველებს (დევნილებს და გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ ადამიანებს), გორში,  სემინარს ,,საერთაშორისო სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ტრენერები უტარებენ.  ტრენინგები 150-მდე ადამიანისთვისაა გათვალისწინებული  მათგან 100 ყველაზე აქტიური და მოტივირებული მონაწილე დამატებით 5 დღიან ტრენინგებში მონაწილეობას მიიღებს. ტრენინგების მიზანი, სოციალური საწარმოების შესახებ, კონკრეტული იდეების დახვეწა, თემში არსებული პრობლემების გამოვლენა/იდენტიფიცირება და ბიზნეს გეგმის შედგენაა.

 

გიორგი არსენიძის თქმით, წარმოდგენელი წინადადებებიდან კონკურსის შედეგად 7 ყველაზე საუკეთესო ბიზნეს იდეა (სოციალური საწარმო) რეალობად იქცევა და  სრულ დაფინანსებასა და ხელშეწყობას 2015 წლის შემოდგომაზე პროექტის მესვეურთაგან მიიღებს.

 
2016 წლისათვის კი შიდა ქართლის ტერიტორიაზე (გორი, კასპი, ქარელი, ხაშური) მოსახლეობის უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით 7 ახალი სოციალური საწარმო სრული დატვირთვით ამუშავდება. 
 
ეკა დათუნაშვილი, ტრენერი („სტრატეგიული განვითარებისა და კვლევის ცენტრი“): „ ჩვენ მონაწილეებს გავაცანით სოციალური მეწარმეობის არსი, ბუნება, პრინციპები და სხვ. ბევრმა მათგანმა ინფორმაცია პირველად მოისმინა. ისინი აქ საკუთარი ხედვით, ინტერესებით, საკუთარი ბიზნეს საქმიანობის გავითარების სურვილით მოვიდნენ. სემინარზე მიღებული ინფორმაციის შემდგომ კი მათ კერძო ბიზნესისა და სოციალური საწარმოს გამიჯვნა ისწავლეს და მიხვდნენ, რომ სოციალური მეწარმეობა ბიზნესის პრინციპების გათვალისწინებით საერთო პრობლემების ერთობლივად მოგვარებისა და ზრუნვის საშუალებაა. ეს მათ აქამდე, ცხადია, არ იცოდნენ. მონაწილეებს არაერთი წარმატებული სოციალური საწარმოს ადგილობრივი და საერთაშორისო მაგალითი შევთავაზეთ. ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი ჯგუფის დავიწროება და კონკრეტული ინტერესების გამოკვეთა გახლდათ. ვინაიდან, მომდევნო ეტაპზე, 5 დღიან ტრენინგებს ჩავატარებთ, სადაც უკვე კონკრეტულ იდეებზე და სოციალური საწარმოების შექმნის პრინციპებზე გვექნება საუბარი“
 
 
სემინარი  პროექტის „სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საქართველოში“ ფარგლებში იმართება, რომელიც გერმანული ორგანიზაციის  Arbeiter-Samariter-Bund"  (ASB) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრის, „აფხაზეთის“ (CHCA) მიერ ხორციელდება. მას ამერიკის მთავრობა აფინანსებს.
 
 
რას ნიშნავს სოციალური საწარმო?
 
 
სემინარის მონაწილეებისთვის დარიგებულ თეორიულ მასალაში ვკითხულობთ:
 
 
,,სოციალური საწარმო შესაძლოა განიმარტოს, როგორც კერძო, დამოუკიდებელი. სამეწარმეო ორგანიზაცია, რომელიც პროდუქციას ან სერვისებს თემის (საზოგადოების) სასარგებლოდ აწარმოებს."
 
,,საწარმო, შესაძლებელია, მოქალაქეთა ჯგუფის მფლობელობაში ან მმართველობაში იყოს, სადაც კაპიტალის, ინვესტორის მატერიალური ინტერესი მინიმუმამდეა დაყვანილი"
 
,,სოციალურ საწარმოებში დიდი მნიშნელობა ავტორნომიურობას და ეკონომიურ რისკებს ენიჭება და მიმდინარე სოციო-ეკონომიკურ საქმიანობასთანაა დაკავშირებული."
 
,,სოციალურ საწარმოებში მოგების გადანაწილება აკრძალულია იურიდიულად ან კიდევ ისე არის მოწყობილი, რომ უპირველეს მიზნად,  დამფუძნებელთა კეთილდღეობის და შემოსავლების ზრდის დასახვა, გამორიცხულია.
 
სოციალური საწარმოს მასშტაბი შეიძლება მერყეობდეს სოფლის თემის მაღაზიიდან დიდ სამშენებლო ფირმამდე.
 
სოციალური საწარმოს წარმატებულობა იმ წვლილით იზომება, რაც მას სოციალური საკითხების მოგვარებაში შეაქვს.
 
 
 
 
 
Print

სტატიის გამოყენების პირობები