ახალი ამბები
,,ერედვის დანახვა უნდოდა" - დიცთან რუსმა სამხედროებმა 21-წლის ბიჭი დააკავეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ დიცთან 21-წლის გივიკო ბერუაშვილი დააკავეს. შემთხვევა დღეს საღამოს საათებში მოხდა.

სოფლის წარმომადგენლის, მერაბ ბადაშვილის ცნობით, ახალგაზრდა ბიჭი წარმოშობით სოფელ ერედვიდანაა და სოფელში პაპასთან იმყოფებოდა.

,,როგორც მითხრეს, სოფელში სტუმრად ყოფილა, პაპასთან ერთად სახლში უქეიფიათ. ერედვის ნოსტალგია მოეძალა და ჩვენი სოფლის ბოლოს, ბაღებისკენ წასულა, იქნებ დავინახოო. მითხრეს ისიც, რომ ბიჭი კარგადაა, ჩართულები არიან შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები." - აცხადებს სოფლის წარმომადგენელი.

სოფელი ერედვი, საიდანაც გივი ბერუაშვილი დევნილია, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ოკუპირებულია. იმ პერიოდში ისბერუაშვილი 11 წლის იყო.

ფოტოზე: დიცისა და ერედვის მიჯნა
Print

სტატიის გამოყენების პირობები