ახალი ამბები
მწერალმა ალექსი ჩიღვინაძემ დევნილ ბავშვებს წიგნები აჩუქა
მწერალმა ალექსი ჩიღვინაძემ დევნილთა დასახლებაში საბავშვო ლიტერატურა ჩაიტანა და საბავშვო ბაღს გადასცა. მწერალი, მეუღლესთან ერთად, ჯერ შავშვების დევნილთა დასახლების, შემდეგ გორის მე-19 საბავშვო ბაღს ესტუმრა.

მე-19 საბავშვო ბაღში კი კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ბავშვები დადიან.

ალექსი ჩიღვინაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულია. მისი მეუღლე ანა ჯანელიძე გაეროს ბავშვთა ფონდის სკოლამდელი განათლების სპეციალისტია.

,,მიღებული ჰონორარით მწერალმა საბავშვო ლიტერატურა შეიძინა. მან 130 - მეტი წიგნი გორის მუნიციპალიტეტის იმ საბავშვო ბაღებს შორის გადაანაწილა, რომელთა კონტიგენტიც ყველაზე მეტ დევნილ აღსაზრდელს ითვლის. მწერალმა რამდენიმე ეგზემპლარი ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ბიბლიოთეკასაც აჩუქა. აღნიშნული წიგნებით სარგებლობა აღსაზრდელების მშობლებსაც შეუძლიათ." - აცხადებს გორის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ბერიანიძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები