ახალი ამბები
,,ყავებმა და მიხაკის ფასებმა მოიმატა" - გამოკითხვა გორის ბაზარში

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურს თებერვლის თვის ინფლაციის და ფასების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გამოუქვეყნებია. 2015 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,2% შეადგინა. 

მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზრდა 1,2%–ით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,38 პროცენტული პუნქტით აისახა. ქვეჯგუფეფის მიხედვით ფასების შედარებით მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე – 7,5%, ხილი და ყურძენი – 4,2%, რძე, ყველი და კვერცხი – 1.3%. 


ალკოჰოლურ სასმელებზე ფასები გაიზარდა 4,5%–ით, რამაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,23 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ჯგუფზე ფასების ზრდა განაპირობა თამბაქოს ნაწარმზე ფასების 7,6 პროცენტიანმა მატებამ.  რაც შეეხება ტრანსპორტს, აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა ფასების 3,7–პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციის მაჩვენებელზე -0,44 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა საწვავ–საპოხ მასალებზე -7,3 პროცენტით. 

 

 

 

ვიდეო გადაღებულია საზოგადოება ,,ბილიკის" მედია-სკოლის მოსწავლეების მიერ

Print

სტატიის გამოყენების პირობები