საქართველოში კი აზრი ორად იყოფა. ნაწილი სავალუტო კრიზისს საქართველოს მთავრობას, ნაწილი კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აკისრებს. მთავრობის მიმართ პრეტენზია, ძირითადად, დაგვიანებით გადადგმული ნაბიჯების გამო, ისმის. ეროვნულ ბანკს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან, კრიზისში, სიმბოლური ჩარევა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაზარზე აჟიოტაჟურმა და პანიკურმა განწყობილებამ პიკს მიაღწია.
ის ადამიანები კი, რომლებიც გორის ქუჩებში გამოიკითხნენ, ფიქრობენ, რომ სავალუტო კრიზისით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებლობა ორივეს - ეროვნული ბანკს და მთავრობას ეკისრება, განსაკუთრებით კი მთავრობას.
ვიდეო მომზადებულია საზოგადოება ,,ბილიკის" მედია სკოლის მოსწავლეების მიერ
სტატიის გამოყენების პირობები