ახალი ამბები
ევროკავშირისა და ბიზნესკომპანიების მიმართ გორის მოსახლეობის დამოკიდებულება შეისწავლეს
20 მარტს, გორში, მოსახლეობის დამოკიდებულების კვლევის პრეზენტაცია გაიმართება. ამის შესახებ qartli.ge-ს გორის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.

ცენტრის ცნობით, პრეზენტაციაზე წარადგენენ კვლევას,  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ევროინტეგრაციისა და ბიზნესკომპანიების მიმართ არსებულ დემოკიდებულებას შეეხება.

კვლევის შედეგებს გორის საინფორმაციო ცენტრის პროექტების მენეჯერი ნათია ნადირაძე წარადგენს.

შეხვედრა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, გორის საინფორმაციო ცენტრი - შიდა ქართლის ჰაბის ინიციატივით გაიმართება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები