ახალი ამბები
წელიწადში 45 000 ლიტრი საწვავი ქალაქის მთავრობას

 

 საქმე იმაშია, რომ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წევრებმა თანამდებობის პირებზე საწვავის ზღვრული ოდენობის ლიმიტები შეიმუშავეს. ახალ პროექტს მხარი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც (,,ქართული პარტია"; ,,თავისუფალი დემოკრატები",  ,,ერთიანი ოპოზიცია", და ,,ლეიბორისტები") დაუჭირეს.  

 

სხდომაზე კურიოზიც მოხდა. საკრებულოს რამდენიმე წევრს ძველი დადგენილების პროექტები დაურიგეს, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის, პაპუნა კობერიძის სარგებლობაში მყოფ მანქანას ნაცვლად 500 ლიტრისა, ყოველთვიურ ხარჯში 300 ლიტრი ეწერა. ეს ფაქტი ,,ერთიანი ოპოზიციის" წარმომადგენელმა ზურაბ როსებაშვილმა გააპროტესტა:

 

 

 

ამჟამად, ქალაქის მერიას 10 სატრანსპორტო საშუალება ემსახურება. პროექტში, რომელსაც ხელი საკრებულოს თავმჯდომარემ პაპუნა კობერიძემ უნდა მოაწეროს, საწვავის ლიმიტები ასეა გადანაწილებული:

 

 

დავით რაზმაძე დეტალურად ყვება, თუ რომელი მანქანა ვის განკარგულებაში იქნება:

 

 

2012-2013 წლებში გორის მუნიციპალიტეტში წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირებზე გაცემულია სულ 109 500 ლიტრი საწვავი. აქედან 30 900 ლიტრი მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაცემულია ზღვრული ლიმიტების დაწესების გარეშე, რამაც სახელმწიფო აუდიტის შეფასებით, საწვავის არაეკონომიური ხარჯი გამოიწვია.

 

ასევე ცნობილი ხდება, რომ  მსუბუქი ავტომანქანებზე, 2012-2013 წლებში გაწეული საწვავის ხარჯების შესახებ, დოკუმენტები აუდიტორებს ვერ წარუდგინეს. აუდიტის დასკვნაში  წერია, რომ 2012-2013 წლებში, მუნიციპალიტეტის გამგებობა, მსუბუქი ავტომანქანებისთვის გათვალისწინებულ საწვავის ხარჯს, ადგილობრივი მთავრობა, ,,ჯიპების და მსუბუქი ჯიპების საწვავის მუხლში" უთითებდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსუბუქი მანქანებისთვის გამოყოფილ საწვავს ,,ჯიპებისთვის" საჭირო რაოდენობით აღწერდნენ.

 

საკრებულოს წევრი, დავით რაზმაძე აცხადებს, რომ მიმდინარე წელს თანამდებობის პირების სარგებლობაში მყოფ მანქანებზე ჩიპები დამონტაჟდება, რომელიც გარბენილ მანძილს და ადგილმდებარეობას დააფიქსირებს.

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები