ახალი ამბები
კასპის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება
23 მარტს, ზურაბ ნიპარიშვილის და შპს „აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“- ს ინიციატივით, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დახმარებით, კასპში მოსახლეობისათვის ჩატარდება უფასო სამედიცინო დახმარების აქცია.

ამის შეზსახებ ინფორმაცია კასპის მუნიციპალიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის წარმომადგენლის თქმით მოქალაქეებს საშუალება ექნებათ გაიარონ ექიმ-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია და შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევები/ანალიზები.

აქციაში მონაწილეობის მიღება (ცოცხალი რიგის პრინციპით) შეუძლიათ კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გულის და არტერიული ჰიპერტენზიის (წნევა) დაავადებების მქონე პირებს.

აქცია ჩატარდება დილის 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კასპის სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე

Print

სტატიის გამოყენების პირობები