ახალი ამბები
შიდა ქართლში მცირეწლოვანი ბავშვი ბიოლოგიურ დედას დაუბრუნეს
შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა 5-წლამდე ასაკის ბავშვი ბიოლოგიურ დედას დაუბრუნეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის სასამართლოში მხარეებმა ერთობლივად მიიღეს.

სოცმუშაკმა, რომელიც ბავშვის მიტოვებულად აღიარებას ითხოვდა, მასალები გორის სასამართლოდან უკან გაითხოვა. სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა.

როგორც ირკვევა, პოლიციამ მცირეწლოვანი ბავშვი სოციალურ სააგენტოს მიაბარა. ბავშვი არასათანადო პირობებში ცხოვრობდა, რადგან მოწყალების სათხოვნელად გასულ ქალბატონთან ერთად ნახეს.

,,დედამ მოიკითხა ბავშვი. შესაბამისმა სამსახურებმა დაადგინეს, რომ ის ბავშვის ნამდვილი დედაა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება სასამართლო დავის შეწყვეტის თაობაზე" - განუცხადეს სოცმუშაკებმა სასამართლოს.

სოციალური სააგენტო დარწმუნებულია, რომ მცირეწლოვანი ბავშვი სათანადო პირობებში იცხოვრებს, ამ სიტუაციას კი, მომავალში გააკონტროლებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები