ახალი ამბები
ამბები, ცნობები, ფაქტები - ქარელის სოფლების საგაზეთო დაფებიდან
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგაზეთო დაფები მოაწყეს. ორკვირაში ერთხელ აქ მერიის გაზეთის ახალ ნომერს ნახავთ.
გაზეთი დაცულია როგორც ნალექისგან, ასევე, ჩამოხევისგან. ჩარჩო რკინისგანაა დაცული და ბოქლომითაა დაკეტილი.

qartli.ge ამჯერად ,,ქარელის მოამბის" თებერვლის ბოლო ორი კვირის მონაცემებს გაეცნო. მთავარ გვერდზე გამოტანილია ინფორმაცია სარწყავი სისტემების მოწესრიგებასთან დაკავშირებით.

ინფორმაციის მიხედვით, ქარელის მერიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და გააცნეს ,,ზედარუს" რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია. როგორც სტატიიდან ირკვევა, ერთ-ერთ მასშტაბური პროექტი იანვარში დასრულდა.



სამი სოფელი - სამი გადაწყვეტილება

აღნიშნულ ახალ ამბებში საუბარია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩატარებული კრებების შესახებ. მაგალითად, იმერხევში გზის რეაბილიტაცია გადაწყდა. ტყემლოვანაში მზის ბატარეების დამონტაჟება, ხოლო სათერძეში გზა მოიხრეშება და წყლის სათავე ნაგებობა გაიწმინდება



რეგიონის სახანძროს უფროსის განცხადება

საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებით რეგიონის სახანაძროს უფროსი გოგა ირემაშვილის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ყურადღება მიაქციონ ფოთლების წვის დროს დარჩენილ ცეცხლის კერას. ხანძრის საშიშროების შემთხვევაში კი, დაურეკონ პირადად მასაც.



სპეციალური გვერდი ქალებისთვის

გაზეთი გვერდს ვერ უვლის მარტის თვეში ქალთა დღეებს და აქვეყნებს სასიყვარულო ლექსებს.




მიზნობრივი აუდიტორია - ,,ვიზიტორები"

საგაზეთო კუთხე განკუთვნილია მგზავრებისთვის, რომლებიც სარგებლობენ მგზავრთა მოსაცდელებით. ასევე, სოფლის ბირჟაზე შეკრებილი ადამიანებისთვის, სადაც ადგილობრივ საკითხებთან ერთად, ქვეყნის და მსოფლიო ამბებზე მსჯელობენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები