ახალი ამბები
შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია რეგიონალურ ტურიზმის ცენტრს აყალიბებს
,,ჩემი სურვილია ჩამოყალიბდეს რეგიონალური ტურიზმის ცენტრი, სადაც ოთხივე მუნიციპალიტეტი კოორდინირებულად იმუშავებს" - ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ნუგზარ სამხარაძემ სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ცალ-ცალკე განყოფილებების არსებობა ნაკლებადეფექტურია და უმჯობესია მათი გაერთიანება, რაც რეგიონალური ტურიზმისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

ამჟამად, ტურიზმის განყოფილება მხოლოდ გორის მერიაში არსებობს. ქარელის, ხაშურისა და კასპის მერიაში ასეთი განყოფილება არა აქვთ. რა ფორმით მოხდება ერთიანი რეგიონალური განყოფილების შექმნა, ამის თაობაზემ, სამხარაძეს განმარტება არ გაუკეთებია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები