ახალი ამბები
გასხვლის თანამედროვე მეთოდების შესახებ ტრენინგები ჩატარდება

 

 

გორში ტრენინგი ჩატარდება "აგროკომის" შენობაში, რომლის შემდეგ საველე პირობებში თეორიული ცოდნის დემონსტრირება მოხდება.

 

პროექტი, SEAS  „საქართველოში ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება“ (სესმგ), ორწლიანია. ის  ილინოისის უნივერსიტეტის, ტეხასის A&M უნივერსიტეტისა და „ვინროკ ინთერნეშენლის“ მონაწილეობით ხორციელდება. პროექტის მხარდასაჭერად აშშ-ის მთავრობამ, USAID-ის მეშვეობით, 2.3 მილიონი აშშ დოლარი გამოჰყო.

 

ტრენინგები სოფლის მეურნეობის საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების სისტემის განვითარებას და სოფლად პროდუქტიულობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

 

საქართველოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს 60 საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი არსებობს. ამ ცენტრების თანამშრომლებისთვის  ტრენინგები რეგულარულად ტარდება.

 

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილების მიმღებთათვის და რაიონული ცენტრების სპეციალისტებისთვის სასწავლო ტურები აშშ-ში ეწყობა, ხოლო სამინისტროს, საკონსულტაციო ცენტრების ინსტიტუციური განვითარების თაობაზე,  კონსულტაცია ეწევა.

 

პროექტი  USAID-ის ზოგადი მიზნის განხორციელებას უწყობს ხელს. ხოლო ფერმერთათვის ინფორმაციის უფრო ეფექტურად მიწოდებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობის  და სოფლად მაცხოვრებელთა შემოსავლების გაზარდას ცდილობს.

 

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო წამყვანი სამთავრობო უწყებაა, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ხალხთან ერთად სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის შესაქმნელად მუშაობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები