ახალი ამბები
კასპში ორ ქუჩაზე ახალი ასფალტი საგარანტიო ვადაში დაზიანდა
კასპის მერიამ პაატას ქუჩისა და სოფელ ფერმასთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციის საქმეზე სამშენებლო კომპანიები არ დასაჯა. დაზიანებული ასფალტის საფარი მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა დააფიქსირეს.

სამუშაოები 2017 წელს დასრულდა, თუმცა საგარანტიო ვადაში ნაკლოვანებების აღმოხვრა სამშენებლო კომპანიის პრეროგატივა იყო. საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ, გზების შეკეთებას მერია ახორციელებს.

ორივე ქუჩაზე შესრულებული სამუშაოს საკასო ხარჯი 1,295.7 ათასი ლარია. 

ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს სამუშაოს მიღებიდან 3 წელს. ამ პერიოდის განმავლობაში, რაიმე წუნის (ნაკლოვანებების, დეფექტების) აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია
საკუთარი ხარჯებით შეასრულოს აღდგენითი სამუშაოები. მუნიციპალიტეტის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს არ მიუმართავთ მიმწოდებლისთვის სოფელ ფერმასთან მისასვლელი გზის უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამოსწორების მოთხოვნით.

,,მუნიციპალიტეტში დანერგილმა კონტროლის მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო არსებული დარღვევა-ნაკლოვანებების დროული გამოვლენა და სათანადო რეაგირება." - აღნიშნულია მონიტორინგის შედეგებში
Print

სტატიის გამოყენების პირობები