ახალი ამბები
ფილმი, რომელიც გორში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს გაგვაცნობს
რიგით მერვე, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კამპანიის სლოგანია „ნუ დატოვებ ...მიღმა“. გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრმა მერიასთან ერთად ერთობლივი აქცია გამართა.

21 მარტს საზოგადოებას სპეციალურად მომზადებული ფილმიც წარუდგინეს. ფილმის სახელწოდება სწორედ კამპანიის გზავნილს გულისხმობს.

ეს გზავნილი გულისხმობს თანაბარ შესაძლებლობას სრულფასოვან ცხოვრებაზე დაუნის სინდრომის მქონე ყველა ადამიანისთვის. ამ დღის აღმნიშნვნელი ტრადიციული სიმბოლო ჭრელი წინდაა.

5 ფაქტი დაუნის სინდრომის შესახებ:

• დაუნის სინდრომით ყოველი 800-დან ერთი ბავშვი იბადება.
• დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.
• დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა.
• დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
• დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად - დაუნი არის მეცნიერის გვარი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.

4 რჩევა საზოგადოებას

• როდესაც ვსაუბრობთ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებზე, სასურველია გაკეთდეს აქცენტი თავად პიროვნებაზე და არა დაუნის სინდრომზე
• დაუშვებელია შემდეგი მიმართვის ფორმის გამოყენება საუბრისას: დაუნის სინდრომით დაავადებული, დაუნიზმით დაავადებული, დაუნი, სწორი ფორმაა: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი/პირი
• ატარეთ ჭრელი წინდები 21 მარტს ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ: სახლში, სკოლაში, ბაღში, უნივერსიტეტში, სამსახურში, სეირნობისას, კაფეში თუ ბარში.

იხილეთ 10 წუთიანი ფილმი, რომელსაც გორის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის წარმომადგენელი ოთო გვრიტიშვილი ავრცელებს. ფილმში მონაწილეობას გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლები იღებენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები