ახალი ამბები
გაზიფიცირება 4 სოფელში - დაიხარჯა 800 000 ლარამდე

 

 

ამის აღსანიშნავად ენერგეტიკის მინისტრმა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.

 

დღეს ვიცე-პრემიერი/ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი თოთლაძე, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის’’ გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე და კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზის’’ გენერალური დირექტორი აზერ მამადოვი გორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ზემო ნიქოზში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებას დაესწრნენ.


სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ’’ შეასრულა. დღეისათვის კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზი’’ აბონენტების გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთების მიზნით, სამონტაჟო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს. პროგრამის ფარგლებში, ამ სოფლებში მცხოვრები ოჯახებისთვის სახლში გაზის შეყვანა და ერთი წერტილის მიერთება უფასოდ ხორციელდება.


აღნიშნული სოფლების სრული გაზიფიცირებისათვის 800 ათას ლარამდე დაიხარჯა.


პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირდა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 33 სოფელი.


საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტი 2014 წელს დაიწყო. პროექტის განსახორციელებლად სახელწმიფო ბიუჯეტიდან 19 მლნ ლარი გამოიყო. გაზიფიცირების სამუშაოები ტარდება გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 58 სოფელში. სოფლების სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და 58 სოფლის 13,000 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები