ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კრისხევამდე ახალი ასფალტი დაიგება.
სამუშაოების დასაწყებად კომპანია ,,ქრისფოინტი" ემზადება.
აღნიშნული მონაკვეთი 2,1 კმ სიგრძისაა და სოფელ ხცისიდან იწყება.
ხცისის ზევით მდებარე სოფელი კრისხევი თრიალეთის ქედებს შორის
მოქცეული პატარა, მყუდრო და ლამაზი სოფელია. დასახლება დღეს
მივიწყებულია, დაზიანებულია გზა, საცხოვრებელი სახლების უმრავლესობა
დაცარიელებულია.
ყოფილი ბიბლიოთეკარი ელზა ბიჭიკაშვილი იხსენებს, რომ ერთ დროს ეს
ადგილი პიონერულ ცენტრს წარმოადგენდა. ამაში კი, გარკვეული წვლილი იმ
ბოლშევიკს მიუძღოდა, რომელიც ამ სოფელში არც დაბადებული იყო და არც
გაზრდილი.
კრისხევში დაკრძალულია ზნაურ აიდაროვი (ბოლშევიკი), რომლის საფლავზე
პიონერები ფიცს დებდნენ. მენშევიკების მიერ მოკლული ზნაურ აიდაროვის
ცხედარი ხაშურიდან კრისხეველმა აბესალომ ბიჭიკაშვილმა მოიპარა და
სოფლის სასაფლაოზე დაკრძალა.
სტატიის გამოყენების პირობები