გაზაფხულის რა პერიოდში წარმოადგენს საფრთხეს ხილისთვის დაბალი ტემპერატურა
ბოლო ორი დღის მანძილზე დაფიქსირებული დაბალი ტემპერატურის გამო
ხეხილს საფრთხე არ შექმნია. ამის შესახებ qartli.ge-ს გორის
საკრებულოს აგრარული კომისიის წევრმა მერაბ მელანაშვილმა
განუცხადა.
მისი თქმით, მეტეოროლოგიურმა სადგურმა რეგიონის მასშტაბით მინიმუმ -1
გრადუსი ყინვა დააფიქსირა, თუმცა ამ პერიოდში ეს საფრთხეს არ
წარმოადგენს:
,,ძირითადად, შინდი ყვავილობს, თუმცა არც შინდს შექმნია პრობლემა. მე
მაინც გადავამოწმე ინფორმაცია სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო
ცენტრთან, რომლებმაც დამიდასტურეს, რომ ჯერ რაიმე ზიანის შესახებ,
შეტყობინება არ არსებობს" - აცხადებს მერაბ მელანაშვილი.
მისი განმარტებით, დაბალი ტემპერატურა ნაყოფისთვის საფრთხეს 4-10
აპრილის შემდეგ, შექმნის.
სტატიის გამოყენების პირობები