ახალი ამბები
გორის მეოთხე ბაღს მერია სათამაშო ვირს და ცხენს აჩუქებს
გორის მეოთხე საბავშვო ბაღის ეზოში ახალი ატრაქციონი დაიდგმება. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერიამ 25 მარტს მიიღო.

მერიის ადმინისტრაციის ცნობით, საბავშვო ბაღის ეზოში ქვიშა, სათამაშო ცხენი, ვირი და ატრაქციონი დაიდგმება.

მეოთხე ბაღის ეზო მოსაწესრიგებელია. ამი მიზნით, მერიამ მისი კეთილმოწყობა სათამაშოებით გადაწყვიტა.

ახალი ნივთების შესაძენად 17 ათასი ლარი გამოყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები