ახალი ამბები
მარეხ ყამბეგაშვილი: ,, ყამირი მიწები გავტეხეთ"

 

,,თითო ოჯახს 150 ქათამი ეძლევა, აქედან 120 ცალი დედალი, 30 - მამალი. ასევე გადაეცემათ 15 კურდღელი თითო მამლით. ამ ეტაპზე განცხადება 5-მა ოჯახმა შეავსო და უკვე სარგებლობენ პროგრამით. პროგრამით გათვალისწინებულია ნერგების გადაცემაც, თუმცა ნერგების სურვილი ჯერ არავის გამოუთქვია. ეს დახმარება იმ სოციალურად დაუცველებისთვისაა გათვალისწინებული, რომელთა სარეიტინგო ქულები 100 ათასის ფარგლებში მერყეობს" - განაცხადა მარეხ ყამბეგაშვილმა.

 

მარეხ ყამბეგაშვილის თქმით, მის სოფელში ხვნის უფასო პროგრამა აქტიურად ხორციელდება: ,,ბარათებით მოსახლეობა აქტიურად სარგებლობს. ყამირი მიწები ფაქტიურად აღარ გვაქვს, ჯერ კიდევ შარშან გავტეხეთ"

 

მთავარ ფოტოზე: მარეხ ყამბეგაშვილი ქვემო ჭალაში, თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის დროს

 

იხ. თათბირზე მარეხ ყამბეგაშვილის გამოსვლის ჩანაწერი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები