ახალი ამბები
შიდა ქართლში დააკავეს ბიზნესმენი კონტრაბანდის ბრალდებით
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურატურამ ბიზნესმენი შალვა ბიზიკაშვილი დააკავა.

კომპანია ,,ნეოტურის" ხელმძღვანელს განსაკუთრებით დიდი ოდენობით კონტრაბანდული პროდუქციის შემოტანა-რეალიზაციაში ედება ბრალი.

შალვა ბიზიკაშვილი 2012 წელსაც იყო დაკავებული - გამოძალვისა და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით. 2013 წელს კანონიერი ქურდის, ლაშა შუშანაშვილის საქმეში ის ერთ-ერთი მოწმედ გამოდიოდა.

ბიზიკაშვილი აცხადებდა, რომ სოდ-ის (სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის) წამების შედეგად ჩვენება კანონიერი ქურდის წინააღმდეგ მისცა.

დღეს წარდგენილი ბრალდების მიხედვით, აქციზს დაქვემდებარებული საქონლის რეალიზაციაში ბიზნესენი არაერთგზისა მხილებული - ამტკიცებს პროკურატურა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები