ახალი ამბები
გორში ,,ოქროს ნიშნით" დაჯილდოებულმა კომპანიამ კონკურენციას ვერ გაუძლო
კომპანია ,,კოსმოსმა"კონკურენციას ვერ გაუძლო და მუშაობა შეწყიტვა - ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა ნინო ჯაკობიამ გორის უნივერსიტეტს აცნობა.

წერილის მიხედვით, საკაბელო ტელევიზიის მუშაობის შეწყვეტის მიზეზი სწორედ კონკურენცია გახდა.

გორის უნივერსიტეტი ჩივის, რომ რამდენიმე ხნის განმავლობაში საკაბელო ტელევიზია მათ არ ემსახურებოდა და შესაბამისად, პირგასამტეხელოს დაკისრებას ითხოვს.

გორის საკაბელო ტელევიზია ,,კოსმოსი" 2017 წლის ივნისში ოქროს ორი ნიშნით დააჯილდოვდა. კომპანიამ ,,ოქროს რეიტინგები" საქართველოს საწარმოების საყოველთაო რეიტინგების შემუშავებისას და სტატისტიკური რანჟირების შედეგების მიხედვით დაიმსახურა. კერძოდ:

რეიტინგი ოქრო - საქართველოს საწარმოებს შორის ,,ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით დაქირავებულთა რაოდენობა"

რეიტინგი ოქრო - შიდა ქართლის საწარმოებს შორის ,,ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით დაქირავებულთა რაოდენობა".

გორის საკაბელო ტელევიზია ,,კოსმოსი" ღირსების ორი ოქროს ნიშნით დაჯილდოვდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები