ახალი ამბები
გორის ხელოვნების ახლადრეაბილიტირებულ სკოლაში ძველი მილები იყო დამონტაჟებული
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის ხელოვნების სკოლაში საკანალიზაციო მილები მწყობრიდან გამოვიდა. ამის გამო, ფეკალური მასები მუსიკალური სკოლის შენობაში გროვდება.

გაუსაძლისი პირობების გამო სკოლის ადმინისტრაციამ დახმარებისთვის მერიას მიმართა. მერიამ საკუთარი სახსრებით (კულტურის ცენტრის მეშვეობით) მილები გამოცვალა.

სკოლის სამეურნეო განყოფილების უფროსი აცხადებს, რომ მილებში წყალი აღარ გადიოდა. ,,როდესაც მიწა გავთხარეთ და დავათვალიერეთ ქსელი, აღმოჩნდა, რომ მიწაში ჩაყრილი იყო ძველი მილები, დაზიანებული და დახეთქილი. ეს აშკარაა, რომ ძველი მილებით იყო გაკეთებული" - აცხადებს სკოლის მნე.

სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 176 241 ლარი შეადგინა. სკოლას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, ტერიტორიის შემოღობვითა და ეზოს კეთილმოწყობით, გამოიცვალა სახურავი. სკოლაში მოეწყო 120 კაციანი დარბაზი, რომელიც სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს უმასპინძლებს. დაგეგმილია სკოლაში გათბონის ინოვაციური სისტემის მოწყობა. ამ ეტაპზე ხიდისთავის სამუსიკო სკოლაში მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 100 - ზე მეტი ბავშვი სწავლობს.






იხ. ვიდეო სამუსიკო სკოლის გახსნა - 2016 წელი

თემა: კატეგორია
Print

სტატიის გამოყენების პირობები