ახალი ამბები
,,ერთი დღე თამბაქოს გარეშე" - აქცია აღაიანის სკოლაში
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში მოსწავლეებმა, თამბაქოს მავნებლობის შესახებ, საინფორმაციო აქცია გამართეს.

სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, აქცია სახელწოდებით "ერთი დღე თამბაქოს გარეშე", სკოლაში ყოველწლიურად ტარდება.

,,ეს ყოველწლიური ტრადიციაა ჩვენი სკოლის, მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან აღნიშნულ აქციაში." - აღნიშნავს სკოლის დირექტორი.

აქციის ფარგლებში მოსწავლეები პლაკატებს და ბუკლეტებს ამზადებენ. სკოლის მოსწავლეებს და სოფლის მოსახლეობას ინფორმაციას, თამბაქოს მავნებლობის შესახებ, მისი საშუალებით აწვდიან.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები