ახალი ამბები
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ფეხით მსვლელობის აქციას გორიდან იწყებს
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ფეხით მსვლელობის მორიგ აქციას იწყებს. ის ახალ ტურს 9 აპრილს, გორის მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან 9 საათზე დაიწყებს და 26 მაისს, მესტიაში დაასრულებს.

სიმბოლური თარიღების გამო ამ მსვლელობას დამოუკიდებლობის მარში დაარქვა. როგორც აქტივისტი აცხადებს, აქცია ამჯერადაც რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ არის მიმართული.

,,არ გაჩერდე საქართველო" - არის ფეხით მსვლელობა საქართველოს ყველა რეგიონის 50-მდე ქალაქისა და 400-მდე სოფლის გავლით.

,,მსვლელობას ვიწყებ გორიდან, ეს ქალაქი სტარტის დასაწყებად იმიტომ ავირჩიე, რომ ყველაზე ახლოსაა კონფლიქტის ზონასთან.  ამ რეგიონს ყველაზე მეტად სჭირდება  ყურადღება და მოფრთხილება.“- განაცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას გიგა მაქარაშვილმა.

ქვემოთ ჩამოთვლილია ქალაქები, რომელსაც გიგა მაქარაშვილი გაივლის.

გორი - კასპი 36კმ
კასპი - მცხეთა 41კმ
მცხეთა - თბილისი 23კმ
თბილისი - თელავი 96კმ
თელავი - გურჯაანი 36კმ
გურჯაანი - საგარეჯო 67კმ
საგარეჯო - რუსთავი 50კმ
რუსთავი - მარნეული 38კმ
მარნეული - თეთრი წყარო 32კმ
თეთრი წყარო - წალკა 40კმ
წალკა - ახალქალაქი 92კმ
ახალქალაქი - ბაკურიანი 56კმ
ბაკურიანი - ბორჯომი 28კმ
ბორჯომი - ხაშური 28კმ
ხაშური - საჩხერე 68კმ
საჩხერე - ჭიათურა 15კმ
ჭიათურა - ზესტაფონი 37კმ
ზესტაფონი - თერჯოლა 14კმ
თერჯოლა - ტყიბული 29კმ
ტყიბული - ამბროლაური 39კმ
ამბროლაური - ონი 29კმ
ონი - ქუთაისი 109კმ
ქუთაისი - სამტრედია 30კმ
Print

სტატიის გამოყენების პირობები