,,მე მხარს ვუჭერ იმ რეფორმებს, რაც მამუკა ბახტაძემ წარადგინა და
განათლების მინისტრმა." - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს
კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა მას შემდეგ, როდესაც პარლამენტში,
გამოცდების გაუქმების შესახებ, კანონპროექტი ჩააგდეს.
მეზურნიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის
ინიციატივას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. რაც შეეხება სხვა დეპუტატებს,
შიდა ქართლიდან ორმა დეპუტატმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა,
ესენია: გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე და ქარელის
მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი თოთლაძე.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო დონეზე იქნება აღბეჭდილი
ის მომენტი, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 6% მიემართება განათლების
სფეროს, ჩვენ ასე ვხედავთ განათლების რეფორმას და ამას სრული
მხარდაჭერა აქვს ჩემგან." - აცხადებს მეზურნიშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები