ახალი ამბები
ახალუბანი-მეჯვრისხევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების: ახალუბნისა და მეჯვრისხევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის წარმომადგენელი ლექსო ბუჯიაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, საგზაო სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები სოფელში უკვე გამოჩდნენ. აუქციონის გარეშე საგზაო ტენდერში კომპანია ,,საგზაო სამშენებლო #1"-ის შეთავაზებამ გაიმარჯვა.

მანძილი ორ სოფელში შორის 2,4 კმ-ია. გეგმა-გრაფიკის მიხედვით, სამუშაოები 7 თვე გაგრძელდება და 1,08 მლნ ლარი დაიხარჯება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები