ახალი ამბები
გორში სამშენებლო სამუშაოებს მაია ნიკოლეიშვილის კომპანია გაუწევს ზედამხედველობას
გორის მერიის დაკვეთით მიმდინარე სამუშაოებს ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის კომპანია ,,რეალექსპერტი" გაუწევს ზედამხედველობას.

ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა მიიღო. 4 აპრილს მაია ნიკოლეიშვილსა და გორის მერს შორის გაფორმდა ხელშეხრულება 625 000 ლარზე.

,,რეალქსეპრტმა" აიღო ვალდებულება 2020 წლის ბოლომდე გორში ყველა იმ სამშენებლო სამუშაოებს გაუწიოს ზედამხედველობა, რომლის ღირებულება 50 000 ლარს აღემატება.

შპს "რეალექსპერტი" აკრედიტებულია შემდეგ სფეროში: ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება; ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შეფასება/ინსპექტირება; ობიექტის ან მისი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობის, შესრულებული სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო სამუშაოების შეფასება/ინსპექტირება; ობიექტის სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა/ინსპექტირება.

სამშენებლო ობიექტის პროექტის (შენობის, ნაგებობის, საავტომობილო გზების და სხვა ხაზობრივი ნაგებობების) ან პროექტის ნაწილის მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები