ახალი ამბები
მამის ცემაში ბრალდებულ შვილს გორში გირაო შეუფარდეს
30-წლამდე ასაკის მამაკაცს გორის სასამართლომ 1000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ გუშინ მიიღო.

ადვოკატ ვაჟა სუხიტაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებული ბრალს მხოლოდ იმ ნაწილში აღიარებას, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება ჰქვია:

,,საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მამასა და შვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საქმე ეხება საცხოვრებელი სახლის გაყოფაზე წარმოშობილ დავას. ერთ სახლში ცხოვრობს მამა და ორი შვილი თავისი ოჯახებით. ცემას ადგილი არ ჰქონია. ხელი გაუქნევია ამ ბიჭს და მოხვდა მამას. მსუბუქი დაზიანების კვალიფიკაცია მიენიჭა ჯანმრთელობის მოუშლელად" - განაცხადა ვაჟა სუხიტაშვილმა.

ბრალდების მიხედვით, 58-წლის მამაკაცმა პოლიციაში თავად დარეკა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები