ახალი ამბები
ჰოლანდიელი მოხალისეები ქვემო ჭალაში მეგობრებს ესტუმრნენ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალაში ახალგაზრდებს ჰოლანდიელი მოხალისეები ესტუმრნენ. სტუმრობა სპეციალურად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, 9 აპრილს დაამთხვიეს.

მოხალისეები ქვემო ჭალელებს ახალ საჩუქარს უმზადებენ. ისინი სოფლის საბავშვო ბაღის დახმარებას აპირებენ.

ორგანიზაცია ,,ახალგაზრდობა ერთიანი მომავლისთვის" ხელმძღვანელი ცირა ხელაშვილი ამბობს, რომ მოხალისეები ჰოლანდიიდან უკვე მეორედ ჩამოვიდნენ.

,,ისინი შარშან ზაფხულშიც იყვნენ. მათი დახმარებით, ქვემო ჭალის ბიბლიოთეკას წიგნები და კომპიუტერები აჩუქეს. ანსამბლის წევრებს გაურემონტეს სავარჯიშო ოთახი. შარშან მოცეკვავეებს ფორმებისთვის აქსესუარები შეუძინეს. დღეს 9 აპრილს კი, ჩვენი სოფლის ანსამბლის წევრები მათ კონცერტით დახვდნენ" - ამბობს ცირა ხელაშვილი.

ჰოლანდიელი სარა და იანა ამბობენ, რომ ისინი მომავალშიც ჩამოვლენ საქართველოში და გააგრძელებენ მოხალისეობრივ საქმიანობას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები