ახალი ამბები
საწვავმზიდი წინასწარი ინფორმაციით ნედლი ნავთობით იყო დატვირთული
დღეს, დილით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

საწვავმზიდი, რომელიც აფეთქდა, წინასწარი ინფორმაციით, ნედლი ნავთობით იყო დატვირთული.

,,ცეცხლის გაჩენის დროს ამ დროს დაუშვებელია წყლის გამოყენება, რადგან რეაქციის შედეგად, წვა უფრო ძლიერდება" - განაცხადეს პატრულის იმ თანამშრომლებმა, რომლებიც ავტობანზე ცეცხლის გაჩენის დროს, გამოიძახეს.

ისინი სასამართლო სხდომაზე იმყოფებოდნენ და ფოიეში ფაქტით შეწუხებული მოქალაქეების კითხვებს უპასუხეს:

,,გარდაცვლილი ავტობანის მეორე მხარეს იყო გადასული. როგორც ჩანს, ცდილობდა ტანზე მოდებული ცეცხლის ჩაქრობას და ბალახებში იწვა. ცეცხლი სავარაუდოდ ბორდიურზე შეჯახების შემდეგ გაჩნდა" - განაცხადეს მათ.

იხ. ამავე თემაზე


ავტობანზე აფეთქების შედეგად გარდაცვლილი მძღოლი ხაშურიდან იყო


Print

სტატიის გამოყენების პირობები