ახალი ამბები
გორში მოლაშქრეთა კლუბების წევრებმა კლიპები სკოლების შესახებ გადაიღეს
16 აპრილს გორის კულტურის ცენტრში სასკოლო ტურისტული მოლაშქრეთა კლუბების მიერ მომზადებული საიმიჯო ვიდეო რგოლების პრეზენტაცია გაიმართა.

მასში მონაწილეობას გორის და გორის რაიონის 24 საჯარო სკოლა იღებდა.

თითოეულმა მოლაშქრეთა გუნდმა საკუთარ სკოლაზე საიმიჯო ვიდეორგოლი შექმნა და მასში საკუთარი სკოლის ცხოვრება წარმოაჩინა.

,,ეს ღონისძიება ახალგაზრდობის ტურისტულ საქმიანობაში ჩართვასთან არის დაკავშირებული.ამ მოლაშქრეთა კლუბებთან ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ურთიერთობას. არავითარი I; II; III ადგილი ჩვენთან არ იქნება. სამუშაო ჯგუფი გამოავლენს მხოლოდ ერთ გუნდს, რომლის ვიდეორგოლიც ვიზუალურად და შინაარსობრივად ყველაზე კარგი ნამუშევარი იქნება და მათ პატარ-პატარა ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ" - განაცხადა რობერტ მაღლაკელიძემ საღამოს წამყვანმა და გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების უფროსმა.

მოლაშქრეთა გუნდების ნამუშევრებიდან საუკეთესო ვიდეორგოლს სამუშაო ჯგუფო შეარჩევს, რომლის წევრებიც ნანა ტერმაკოზაშვილი, დავით დარბაიძე და ზურაბ ყაჯეიშვილი არიან.


Print

სტატიის გამოყენების პირობები